„შეწყდეს ასეთი საუბრები მთავრობის ყველა წევრისგან და, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრისგან“

შეწყდეს ასეთი საუბრები მთავრობის ყველა წევრისგან და, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრისგან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. ალასანიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები პირველ რიგში აზიანებს ქვეყნისა და თავად პრემიერის ინსტიტუტის იმიჯს.
„ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშრისო იმიჯს და პირადად თვითონ პრემიერ-მინისტრის იმიჯს. ერთადერთი და მთავარი, რასაც მე ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, არის ის, თუ რა წარმატებებს მიაღწია ჩვენმა სამინისტრომ და ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცის მან და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთი განცხადებები მართლაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის ყველა წევრისგან და მათ შორის, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრისგან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები