ჯონ ქერიმ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისკენ მიუწოდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან გაზეთ „Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung“-თვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა.
„თუ მოსკოვი მზადაა საჭირო ზომები მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთთან კონსტრუქტიული ურთიერთობებისკენ მივისწრაფვოდეთ. ეს ყველა ჩვენთაგანისთვის უკეთესია, თუ რუსეთი, ევროპა, აშშ და კანადა გაერთიანებას შეეცდებიან ისეთი გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიც ექსტრემიზმი, ბირთვული იარაღის და ინფექციური დაავადებების გავრცელებაა“, – ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიაში ქერი ყველა ქვეყანას ახალი ცივი ომის პრევენიისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა დასავლეთის ქვეყნების გეგმები „უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვასთან“ დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები