ამერიკული ჯაზის საღამო გაიმართება

17 ნოემბერს კაფე-რესტორან „ზაზანოვაში“ ამერიკული ჯაზის საღამო გაიმართება.
ჯაზური მუსიკის საღამოს ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი დრამერი გიორგი მელიქიშვილი და მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი გამართავენ. გიორგი მელიქიშვილი უკვე 25 წელია აშშ-ში ცხოვრობს და ბერკლის მუსიკალური აკადემიის კურსდამთავრებულია. წარმოშობით ქართველი მუსიკოსი კონცერტებს ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებსა და ჯაზკლუბებში მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები