გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ პრეზენტაცია გაიმართება

11 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურების“ პრეზენტაცია გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გურულების იუმორს გურიის სოფლებში მოგზაურობისას ნაპოვნი გმირების ისტორიებით გაეცნო და ერთ წიგნში გააერთიანა.
„ეს არის მოგონებების კრებული იმ გურიაზე, ადამიანებზე, მათ წინაპრებებზე, სადაც მე ვიცხოვრე და რომელსაც ვიცნობ. ამგვარი, მცირე ისტორიები ქმნიან დიდ ისტორიას, ქვეყნის ამბავს და არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური მოვლენები,“-ამბობს გიორგი კეკელიძე.
ეს ერთგვარი მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობებია, რეალური გმირებითა და ოდნავ შელამაზებული ისტორიებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები