ბილ გეიტსის ქონების დახარჯვას 218 წელი ყოველდღე 3 „Ferrari”-ს შეძენა სჭირდება
Oxfam-ის მკვლევარებმა გაარკვიეს თუ რა დრო დასჭირდება ბილ გეიტსის და სხვა მილიარდერების ქონების დახარჯვას. მეცნიერებმა საზომად ყოველდღიურად „ფერარის“ შეძენა აიღეს. როგორც გაირკვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბილ გეიტსი ყოველდღიურად 3 ავტომობილ „ფერარს“ შეიძენს, მისი ქონების დასახარჯად 218 წელი გახდება საჭირო! საინტერესოა, რომ მექსიკის „კომუნიკაციების მეფის“ კარლოს სლიმს თავის ქონების დახარჯვა ამავე საზომით კიდევ უფრო გაუჭირდება და მას 220 წელი დასჭირდება. რაც შეეხება სხვა ამერიკელ მსხვილ მილიარდერს უორენ ბაფეტს, მისი ქონების „განიავება“ 169 წელიწადში ყოფილა შესაძლებელი. ცნობისთვის, ამ ადამიანების მსგავსად მილიარდელთა სიას სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება. მაგალითად, მხოლოდ 2009 წელს მილიარდელთა რაოდენობა გაორმაგდა და 793 დან 1634 -მდე მიაღწია. Oxfam-ს კვლევის თანახმად იმ დროს როცა მდიდრები კიდევ უფრო მდიდრები ხდებიან, ღარიბი ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე „გეომეტრიული პროგრესიით“ იზრდება.