მე-19 საუკუნის სიკვდილის სასტუმრო
მე-19 საუკუნის მიწურულს ჩიკაგოში სერიულმა მკვლელმა ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსმა „ხაფანგებით“ აგებული სასტუმრო ააშენა.
მშენებლობის დროს ჰოლსმა რამოდენიმეჯერ შეცვალა მუშები, რათა შენობის სრული გეგმა მხოლოდ მას სცოდნოდა. მის მსხვერპლთა სიაში, როგორც სასტუმროს პერსონალი, რომლებსაც სიცოცხლის დაზღვევის პირობით იღებდნენ, ასევე ჩვეულებრივი მაცხოვრებლები მოხვდნენ. ჰოლმსი გვამებს კვეთდა, შემდეგ ამზადებდა ჩონჩხების მოდელებს და სხვადასხვა დაწესებულებებში ყიდდა.
მანიაკის არსენალში ხმაგაუმტარი ოთახები, მჟავა, გაზი და შხამით სავსე ბოთლები აღმოაჩინეს. სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სერიულმა მკვლელმა 27 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა სხვადასხვა ცნობის და გამოკვლევის თანახმად, მის მიერ მოკლულთა რაოდენობა 200 აღემატება.