ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი მადლობებსაც მიხდიდა…
ჩემთვის არავითარი ფავორიტები და არავითარი ლიდერები არ არსებობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სანამ პოლიტიკოსები სწორად მართავენ ქვეყანას, ყოფილი პრემიერი გვერდში დაუდგება.
„რა თქმა უნდა, განცდა ვიღაცას ექნება, რომ პირადული მიზეზები აქვს არსებულ ვითარებაში ივანიშვილს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მე არავითარი პირადული არ მაქვს. ჩემთვის არავითარი ფავორიტები და არავითარი ლიდერები არ არსებობენ. ღარიბაშვილს მოუვა შეცდომები? დარწმუნებული იყავით, რომ იგი ყველაზე მკაცრად დაისჯება და პირადად მე გავაკეთებ ამაზე რეაქციას. არავის ეგონოს, რომ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია. სააკაშვილი მადლობებსაც მიხდიდა, მე ვეუბნებოდი, რომ შენ არაფერს გიკეთებ. ვინც არ უნდა იყოს ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, სანამ სწორი ფორმით მართავენ ქვეყანას, მე გვერდით დავუდგები“, – აღნიშნა ივანიშვილმა.