ბიძინა ივანიშვილი: მინისტრი იქნება თუ პრემიერი, კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს

 

   საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს, რომ პროკურატურა არსებობს და ყველა ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე.
როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა სახელმწიფოს, მათზე კანონი არ ვრცელდებოდა.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პროკურატურა არსებობს ჩვენს სახელმწიფოში, კანონი მოქმედებს ყველაზე. ყველა ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე და ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი კანონის წინაშე. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა მართავდა სახელმწიფოს იყო ერთი დიდი კუნძული, რომელზეც კანონი არ ვრცელდებოდა. მინისტრი იქნება თუ პრემიერი, თუ ვინც იქნება, კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს. საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს თანამდებობის პირი, როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ არის კითხვები პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს მოთმინებით უნდა დაველოდოთ და ხელი შევუწყოთ გამოძიებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები