ალასანიას პარტია კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა
დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმში ოთხმა წევრმა დატოვა. შოთა თოდაძე, ირაკლი ხიტირი, დავით მიქელაძე და ირაკლი თოდუა აცხადებენ, რომ ისინი რჩებიან კოალიცია “ქართულ ოცნებაში” და ბოლომდე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულნი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ პარტიის უკვე ყოფილი წევრები “თავისუფალი დემოკრატების” რიგებში უკვე მეხუთე წელია ირიცხებიან.
პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს პირები ზეწოლის ქვეშ არიან, რასაც პარტიის ყოფილი წევრები უარყოფენ. მათი განმარტებით, მათ პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადეს.