დავით უსუფაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” თავად ადგას უკუსვლის გზას

  არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვინმეთი ჩასანაცვლებელი იყოს, პარტია თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობის შემდეგ განუცხადა.
დავით უსუფაშვილი ყველა პარტიას წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ მრავალპარტიულობა ქვეყანას სჭირდება.
„არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვინმეთი ჩასანაცვლებელია, “ნაციონალური მოძრაობა” თავად ადგას უკუსვლის თუ დაღმასვლის გზას, ყოველ შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დახმარება არ სჭირდებათ. თავად ახერხებენ ნელ-ნელა და უფრო მყარი არგუმენტები გაუჩინონ ვისაც კიდევ სჯეროდა მათი, რომ ეს არასწორი მიმართულებაა. დანარჩენ პარტიებს ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, თავისი ნიშა აქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. მრავალპარტიულობა სჭირდება ქვეყანას, ეს არის მთავარი. რაც მოხდა ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე და საჭიროა გავუმკლავდეთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები