დავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილის გამოწვევა მიიღო (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის გამოწვევა მიიღო.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, რაც მეტი ლიბერალი იქნება პოლიტიკური ბრძოლის ველზე, ეს მხოლოდ უკეთესია.
“მე გარკვეულწილად შემოთავაზება მივიღე ალექსი პეტრიაშვილის, იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თამაშის წესებით გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა და კონკურენცია. ძალიან კარგია. ჩვენ ორივე ლიბერალურ პარტიას წარმოვადგენთ და რაც მეტი ლიბერალი იქნება პოლიტიკური ბრძოლის ველზე, ეს მხოლოდ უკეთესია. “თავისუფალი დემოკრატები” არ გეგმავენ ოპონირებას ოპონირებისთვის და არც ხელისუფლებაში მყოფი ძალები ვართ იმისთვის, რომ დავტკბეთ ხელისუფლებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
“დღეს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ფილარმონიაში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Du9OLMEWQSA” width=”560″ height=”315″]