ირაკლი ალასანია: 2016 წელს “თავისუფალი დემოკრატები” ვიზეიმებთ გამარჯვებას
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” 2016 წელს გამარჯვებას იზეიმებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.
“დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის უმთავრესო ამოცანა იმ ვითარებაში, რაც ჩვენს ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ხდება, ამ დიდ გამოწვევას ერთად, შეურიგებლად გადავიტანთ და მომავალ არჩევნებში, 2016 წელს ხალხთან ერთად “თავისუფალი დემოკრატები” ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.