ალექსი პეტრიაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს არავინ ივიწყებს
ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს არავინ არ ივიწყებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი პირების მხრიდან არის მცდელობა, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციის დატოვების გამო უმადურებად და მოღალატეებად წარმოაჩინოს, რაც ექსმინისტრის თქმით, სრულიად არასწორია.
“არავინ არ ივიწყებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს და მის უმნიშვნელოვანეს როლს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. არის მცდელობა, ჩვენი როგორც უმადურების და მოაღალატეების წარმოჩენისა,თუმცა ეს ყევლაფერი გადაივლის და რეალობას ქვეყანა დაინახავს.
დღეს 7 ნოემბერია, შვიდი წლის წინ მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის დრამატული შეცდომა იმჟამინდელი ხელისუფლების რეჟიმის მხრიდან, მაშინ იმ ყველაფერს წინ აღუდგა ისეთი ღირსეული ადამიანი, როგორიც იყო ლევან მიქელაძე. ჩვენ ლევან მიქელაძის პრინციპების და ღირსებების ირგვლივ ვართ გაერთიანებულები, მაგრამ არავის არ ვუვიწყებთ იმ სიკეთეებს, რაც მათ ქვეყნის წინაშე აქვთ“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.