გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში მომავალ კვირას მოუსმენენ

გიორგი მარგველაშვილს ალბათ, მომავალ კვირას ვუმასპინძლებთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“გიორგი მარგველაშვილმა ჯერ ზეპირი განცხადებით, შემდეგ კი წერილობით გვთხოვა, რომ გავითვალისწინოთ მისი ეს სურვილი. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ორ ფორმატს: ერთი ესაა ყოველწლიური ანგარიში თებერვალში და მეორე, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება და პასუხიმგებლობა, მიმართოს პარლამენტს, თუ ის ჩათვლის, რომ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი სათქმელი. რა თქმა უნდა, მას მიეცემა საპარლამენტო ტრიბუნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები