“ჩვენ კოალიციაში საქმისთვის ვართ, ნათქვამ სიტყვას და შეთანხმებას არ ვღალატობთ“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ იმ დრომდე დარჩება, ვიდრე საქმე კეთდება. როგორც უსუფაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ 2016 წლამდე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
“ჩვენ კოალიციაში ვართ მანამ, სანამ საქმე კეთდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლამდე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ კოალიციაში საქმისთვის ვართ და ჩვენს ნათქვამ სიტყვას და შეთანხმებას არ ვღალატობთ. კოალიციას დავტოვებთ ბოლოები. თუ მოხდა ისე, რომ კოალიციური პარტნიორები გვეტყვიან,რომ არ ხერხდება ერთად ყოფნა – არც ისე ვიზამთ, რომ ვისხდეთ ჩუმად მოწყენილები და 2016 წელს დაველოდოთ. ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მოხარული ვარ, რომ ვარ ამ ტიპის კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან, ეს მხოლოდ კარგია პროცესისთვის. ჩვენ გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა კოალიციის თითოეულ წევრს. ჩვენ ავიღეთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.