დავით უსუფაშვილი: დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი უმრავლესობას შეუერთდა და სხვა მსურველებიც არიან

საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის წასვლისა და საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი უმრავლესობას შეუერთდა და სხვა მსურველებიც არიან.
“უმრავლესობა იყო პარლამენტში ფორმალური და არაფორმალური. არაფორმალური იყო გაცილებით მეტი რაოდენობრივად, ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობით, უმრავლესობაში ფორმალურად შემოსვლის სურვილი გაცხადებული აქვს დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების ერთ ჯგუფს, რომლებიც ფრაქციის სახით შემოუერთდნენ უმრავლესობას. არიან კიდევ სხვა მსურველები, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასე რომ, ფორმალური თვალსაზრისით უმრავლესობა არ დაშლილა, მოხდა გარკვეული გადაადგილებები, ნაწილმა დატოვა, ნაწილი შემოუერთდა. ფორმალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად და პოლიტიკურად არაფერი მომხდარა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები