“ძალიან კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა აღარავის ახსოვს“

ძალიან კარგია, რომ დღეს სხვა ძალები ლაპარაკობენ და “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა აღარავის ახსოვს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციურ სპექტრს სხვა ძალები დაიკავებენ, თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა, რადგან მისი შეფასებით, სირცხვილია, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ვითომ ძალას “ნაციონალური მოძრაობა”წარმოადგენს.
“თავისთავად ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ვხედავთ, რომ დღეს სხვა ძალები ლაპარაკობენ და აღარავის ახსოვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ არსებობს. ასე რომ, ქართულ საზოგადოებას უნდა მივულოცოთ. თუ ოპოზიციურ სპექტრ სხვა ძალები დაიკავებენ, თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა, რადგან სირცხვილია, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ვითომ ძალას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის მხარდაჭერა არ სცილდება 10-15 პროცენტს, ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმუმ 20 პროცენტი შეიძლება იყოს, მაგრამ არა ის 40 ადამიანი, რომელიც მათ პარლამენტში ჰყავთ”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები