პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, უმრავლესობის წევრებმა, კოალიციის ლიდერთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და უახლოეს მომავალში პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელეს.
უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები