თინა ხიდაშელი: 12 დეპუტატი მზად არის გახდეს უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის წასვლისა და საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობა ერთ და ორ დეპუტატზე დამოკიდებული არ არის.
ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც მზად არიან გახდნენ უმრავლესობის წევრები.
“საქართველოს პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც დღესვე, ამ წუთასვე გახდება უმრავლესობის წევრი”, – აღნიშნა მან.
თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ამ დროისთვის უმრავლესობაში არის ყველა ფრაქცია, მათ შორის, “თავისუფალი დემოკრატებიც”.
“ამ წუთში უმრავლესობაში არის ყველა, მათ შორის, “თავისუფალი დემოკრატებიც”. თუ პროცედურულად განვიხილავთ, ორშაბათს ბიურომ ჯერ უნდა მიიღოს “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება, თუმცა მანამდე ისინი კვლავ უმრავლესობაში არიან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები