საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა უნგრეთში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
მთავრობის მეთაურმა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და ნატოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით აქტიურად მუშაობს. საუბრისას ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის თანამშრომლობის და საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები