შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, – ამის შესახებ შავგულიძემ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
“მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია და ფრაქცია “ქართულ ოცნებას”. მე გადავდივარ პარტია და ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებში. ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე “თავისუფალი დემოკრატები აიღებენ”, – განაცხადა შავგულიძემ.
ამასთან, შავგულიძემ დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები