დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! ეს 5 ადამიანი ანომალიებით რეალურად არსებობდა (ფოტოკოლაჟი)

წინასწარ ვერასოდეს იტყვი, თუ რით დაგაჯილდოვებს ბუნება. ხანდახან, ბუნების კანონით, სამყაროში „განსაკუთრებული“ ადამიანები იბადებიან. ზოგი მათ „მახინჯებს“ უწოდებს, ზოგი – „საოცრებას“, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას ხელს არ უშლის. მოგითხრობთ რამდენიმე ასეთი ადამიანის შესახებ, რომლებიც მე-19-20 საუკუნეებში ცხოვრობდნენ.

1. ელა ჰარპერი – „ადამიანი-აქლემი“

გოგონამ ეს მეტსახელი საშინელი ორთოპედიული პათოლოგიის გამო მიიღო. მთელი ცხოვრება ელა ცირკში მუშაობდა. სხვათა შორის, იმ დროისთვის მას საკმაოდ ნორმალური შემოსავალი ჰქონდა – კვირაში დაახლოებით 200 დოლარი. ელა 1921 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.10748796_863824350324471_1467362968_n


2. ფენი მილსი – „გოგონა დიდი ფეხებით“

ფენის ანომალიას მილროის დაავადება, ან ლიმფოსტაზი ჰქვია – ლიმფური სისტემის დაავადება. ფენის ტერფის სიგრძე 17 დუიმს – 43 სანტიმეტრს შეადგენდა.3


3. მორის ტილეტი -„ფრანგული ანგელოზი“6

მოზარდს აკრომეგალია აღმოუჩინეს – დაავადება, რომელიც ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული. დაავადებას თან ახლავს ტერფების, მტევნების და თავის ქალის გადიდება. ამის მიუხედავად, მამაკაცი აუტსაიდერი არ იყო. ის კრივში ორგზის ჩემპიონი, 1940 წელს კი კინოს ვარსკვლავი გახდა.


4. ფრენკ ლენტინი – „შეუდარებელი ლენტინი“7

ფრენკი სრულად ფუნქციონირებადი მესამე ფეხით დაიბადა. მესამე ფეხი მას სიამის ტყუპის წარუმატებელი დაბადების შედეგად დარჩა. მთელი ცხოვრება მამაკაცი საცირკო შოუებში მუშაობდა. ანომალიამ დაქორწინებაშიც არ შეუშალა ხელი. მას 2 შვილი ჰყავდა.


5. ჯინ ლიბერდა – „ადამიანი 2 ტანით“

ეს ადამიანი, მართლაც, უნიკალური იყო, რადგან ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს მას პარაზიტარული სიამის ტყუპი შეუერთდა. გულის არეში რენტგენის გაკეთების შემდეგ, ექიმებმა პატარა თავი აღმოაჩინეს. ლიბერამ საკუთარ ტყუპს სახელი ჯექსი მისცა.9

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები