„ლიგამუსში“ თამარ ალფენიძე „შავი წიგნის“ შესახებ ისაუბრებს

6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მთარგმნელი თამარ ალფენიძე ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანზე „შავი წიგნზე“ ისაუბრებს. რომანი ქართულად ნანა ჯანაშიამ თარგმნა.
ისლამის მიხედვით, შავი წიგნი ცოდვებისგან გაშავებული ადამიანის ცხოვრების სახეა, ცოდვების წიგნია. ორჰან ფამუქმა გამოიყენა ფიოდორ დოსტოევსკის წიგნიდან „ძმები კარამაზოვები“ ერთი თავი – ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე – და მასზე ააგო „შავი წიგნის“ ესქატოლოგიური იდეა. ფიოდორ დოსტოევსკიმ თავისი ეპოქის სულიერად დაცემული ადამიანის სახე დაგვიხატა – „დამაპურე და მხოლოდ მერე მომთხოვე სათნოება“, ორჰან ფამუქმა კი „პოსტმოდერნისტული“ ადამიანის სული წარმოაჩინა – ის კლავს მესიას – მხსნელს.
ადამიანი, რომელმაც სული გაამატერიალურა, მესიისგან მხოლოდ საკუთარი სიცრუის გამართლებას ითხოვს. ორჰან ფამუქს კაცობრიობის არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქვს წამოწეული „შავ წიგნში“. ეს არის ბრძოლა ადამიანში ღვთიურ საწყისსა და დაცემულს შორის, სადაც „ეშმაკი ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულებია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები