შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის აიოვას შტატის ქალაქ მასკატინში სროლის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი ყოფილიყო.

„წინასწარი ინფორმაციით, სროლა ოჯახური კონფლიქტის შედეგი იყო. ყველა მსხვერპლი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ეჭვმიტანილის ნათესავია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, ის  52 წლის რაიან მაკფარლანდია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი მდინარის ნაპირზე იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცავი უწყებები გამოძიებას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები