კენიაში ებოლას ცენტრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კენიის ცენტრალურ ნაწილში, ლაიკიპიის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის მიერ ებოლას პაციენტებისთვის საკარანტინო ცენტრის შექმნის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ორგანიზატორებსა და უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მათი გარდაცვალების გარემოებები გაურკვეველია.

მანამდე, Citizen TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კენიის ცენტრალურ ქალაქ ნანიუკიში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც ებოლას ვირუსით შესაძლოა ინფიცირებული ამერიკელი მოქალაქეებისთვის აშშ-ს მიერ საკარანტინო ცენტრის შექმნას ეწინააღმდეგებოდა.

დემონსტრანტებმა ცეცხლი დაანთეს, გადაკეტეს საგზაო მოძრაობა და ქვები ესროლეს სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და სულ მცირე ხუთი ადამიანი დააკავა.

კენიის მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრი ინფექციური დაავადებების პოტენციური აფეთქებებისთვის მზადყოფნის გაუმჯობესების საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას აქვს ვირუსების გავრცელების კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები