უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს საწარმოზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ განხორციელებული, სულ მცირე, მე-16 იერიშია.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საერთო ჯამში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ღამით 148 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უკრაინული დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, სმოლენსკის, კრასნოდარის მხარის, ასევე აზოვის და შავი ზღვის თავზე დაფრინავდნენ.
შედგენა
მისწერეთ კვირა