„ITB China 2026“-ზე საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესია“ – მაკა ცხომელიძე
„ITB China გამოფენაზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, ვცდილობთ, ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და გარკვეული ბაზრები დავაბალანსოთ. წარმატებულ გამოფენასთან ერთად, პირდაპირი ფრენები, რომელიც 15 ივლისიდან დაიწყება, შანხაი-თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ სიხშირით, ამ საკითხში აუცილებლად დაგვეხმარება“ – განაცხადა „აკორის“ (Accor) ბრენდის სასტუმროების „Swissotel Tbilisi“-ისა და „Mercure Tbilisi Old Town“-ის წარმომადგენელმა მაკა ცხომელიძემ.
შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. სამი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენაში 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
წლევანდელ ITB China-ზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 30 ათასი შეადგინა.