გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის – „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს კლუბის შესახებ, რომელიც სკოლის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყოველთვის მისასალმებელია სკოლებში მსგავსი ინიციატივების განხორციელება, ვინაიდან მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კომუნიკაციის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული ორიენტაციის განვითარებას.

ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე წლებია უძღვებიან საბავშვო გადაცემას „გვირილები“. პატარა ჟურნალისტები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ინტერვიუებს ართმევენ, საზოგადოებას აცნობენ მათ ყოველდღიურობას და პროფესიულ გამოცდილებას, რაც თანატოლებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები