რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა – ქვეყანა ინციდენტს უპასუხისმგებლო ესკალაციად აფასებს

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

მათივე ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულმა დრონმა ნატოს წევრ სახელმწიფოში საცხოვრებელი შენობა დააზიანა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული დრონის ინციდენტი, რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაციაა.

ამასთან, უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსულმა დრონებმა დაარტყეს სატვირთო გემს, რომელიც უკრაინის ოდესის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა, რის გამოც ეკიპაჟის ორი წევრის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ცნობისთვის, გალატის საცხოვრებელი კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები