შალვა პაპუაშვილი: ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს ევროკავშირს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად მას
“სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებს თავად ევროკავშირსაც.
„იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ. ევროკავშირის შიგნით მის მიმართ უკმაყოფილებაა, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება მას. სამწუხაროდ კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს რომელიც გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს საკუთარ თავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.