ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ეკონომიკას დაანგრევს, „რადგან გამარჯვება სურს“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“.

ირანის ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: „იმედი მაქვს, ის ჩამოიშლება“, რის შემდეგაც ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს „უზარმაზარი“ და „დიდებული“ უწოდა.

„მათი ვალუტა უსარგებლოა. მათი ინფლაცია ალბათ 150%-ია… ისინი თავიანთ ჯარისკაცებს ხელფასებს არ უხდიან. მათ არ შეუძლიათ თავიანთი ჯარისკაცებისთვის გადახდა. ფული უსარგებლოა“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები