ნორვეგიის მთავრობამ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მომხმარებლების ასაკის გადამოწმების ვალდებულების ინიციატივა წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ინიციატივის მიზანია ბავშვების დაცვა ალგორითმებისა და ციფრული პლატფორმების გავლენისგან.
მისი თქმით, ამ ასაკის ბავშვების შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა როგორც მთავრობებს, ასევე კომპანიებს უნდა ეკისროთ.
კანონპროექტი, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში იქნება წარდგენილი და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაში მომავალ წელს შევიდეს.
ასევე აღნიშნულია, რომ ინიციატივის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ევროპის ციფრული სერვისების აქტით (DSA) გათვალისწინებული მექანიზმების შემუშავება, მათ შორის მომხმარებლების ასაკის სავალდებულო დადასტურება.
ნორვეგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კომპანიები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ახალ მოთხოვნებს, შესაძლოა ჯარიმებითა და სანქციებით დაისაჯონ.