ირანში ომისა და საწვავის, სასუქის მიწოდების შეფერხების შედეგად, 30 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ჩავარდება.
ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ დე კროომ, „როიტერს“ განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ სასუქების დეფიციტმა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემების ბლოკადამ გაამწვავა, უკვე შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ეს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსავლიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„სასურსათო დაუცველობა პიკს რამდენიმე თვეში მიაღწევს“, – განაცხადა ალექსანდრე დე კრომ კრიზისის სხვა შედეგებზე, მათ შორის ენერგიის დეფიციტსა და ფულადი გზავნილების შემცირებაზე საუბრისას.
„როიტერის“ ცნობით, ამ თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადეს, რომ ომი საკვებზე ფასების ზრდას გამოიწვევდა, რაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობას გააუარესებდა.