“თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც დედაქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა” – კახა კალაძე

“თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე თემურ უგულავას ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი.

ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას!”, – წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები