შარაშიძე – “ნაცმოძრაობაზე” – “ამ ბოიკოტისტებთან საქმე არ გვაქვს; ბოიკოტის იდეას თავიდანვე გავემიჯნეთ და ვამბობდით, რომ ეს იყო გზა არსაითკენ”
“ჩვენი საქმე არ არის და არც გვაინტერესებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე”, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემიდან არა თუ მეორეხარისხოვანი, არამედ მეასეხარისხოვანია.
“ამ ფონზე, საკითხის გარჩევა არასერიოზულია. არც გვაინტერესებს და ჩვენი საქმე არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად თუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ინტერესი, ყურადღება გადაიტანოს, ვინ შეიძლება გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ უპასუხისმგებლობას.
ამ ბოიკოტისტებთან საქმე არ გვაქვს. ბოიკოტის იდეას თავიდანვე გავემიჯნეთ და ვამბობდით, რომ ეს იყო გზა არსაითკენ“, – აღნიშნა შარაშიძემ.