თურქეთის საგარეო უწყება: უკრაინის სანაპიროსთან გემზე დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივნისს დილით უკრაინის ჩორნომორსკის პორტთან ახლოს დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა თურქეთის საკუთრებაში არსებული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი.
სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის ორი თურქი წევრი დაშავდა.
თურქული მხარე აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით საკითხი დიპლომატიური არხებით მუშავდება და შესაბამისი ნაბიჯები პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციით განიხილება.