ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორუფციაში ბრალი წაუყენეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონია გომესს, ორწლიანი გამოძიების შემდეგ კორუფციაში ბრალი წაუყენეს, – ამის შესახებ Agence France-Presse-ი წერს.

55 წლის გომესს ბრალი ედება გავლენის გამოყენებით ვაჭრობაში, კორუფციაში და თანხების მითვისებაში.

მის წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის აპრილში, მოსამართლე ხუან კარლოს პეინადოს ინიციატივით დაიწყო.

ბეგონია გომესიც და მისი მეუღლე, პედრო სანჩესიც, ბრალდებებს უარყოფენ. თუმცა, სანჩესი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიებას მემარჯვენე ოპოზიციური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც, მისი აზრით, მთავრობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„მის უახლოეს წრეში კორუფციის შემთხვევების გამო, სოციალისტი პრემიერ-მინისტრი ზეწოლის ქვეშაა და ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს“, – იუწყება AFP.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები