ოქტომბერი დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის გაზრდის თვეა

 

     31 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შემოქმედებით საღამოს დაესწრო, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად, ჩართულნი არიან პროფესიონალი მხატვრები და სახელმწიფოს პირველ პირები. შემოქმედებით საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა ერთობლივი ნახატები შექმნეს.
ოქტომბრის თვე მსოფლიოში დამკვიდრებულია დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის გაზრდის თვედ. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.
კავშირი „ჩვენი ბავშვები“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს დიასპორის საკითხთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს – „გამიცანი“, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები