რკინიგზის გენერალური დირექტორი: საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება

,,საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.

ვგეგმავთ 10 სამგზავრო მატარებლის შეძენას, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მაგისტრალურ მიმართულებაზე იმოძრავებენ ახალი მატარებლები“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს კიდევ ორი მიმართულება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, საქართველოს რკინიგზა ე.წ. კუკუშკის სრულ რეაბილიტაციას და ბორჯომ-ბაკურიანის რეისის აღდგენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები