ფოთის მერმა რაგბის გუნდ „ფოთს” სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, რაგბის გუნდ „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა.
ვაჭარაძის თქმით, მორაგბეებმა სეზონი ღირსეულად დაასრულეს.
,,10-მატჩიანი წაუგებელი სერია, მნიშვნელოვანი გამარჯვებები და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა – ჩვენმა მორაგბეებმა სეზონი ღირსეულად დაასრულეს. გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა და „დიდ 10“-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
ჩვენი მიზანი უცვლელია – შევინარჩუნოთ სტაბილური განვითარება შესაბამისი პირობების შექმნით, დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული მორაგბეები და ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი დიდ გუნდში“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთელმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს „დიდ 10“-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე და სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.