ტრამპი: მსოფლიო მშვიდობისთვის დიდი დღეა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ „მსოფლიო მშვიდობისთვის დიდი დღე“ გამოაცხადა.
„დიდებული დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის!“ – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.
მან პირობა დადო, რომ აშშ „ჰორმუზის სრუტეში მოძრაობისას საცობების მოგვარებაში“ ყველას დაეხმარება.
„ჩვენ ყველანაირი მარაგით შევავსებთ და უბრალოდ „მოვიცდით“, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთისთვის ოქროს ხანა იყოს!!!“ – აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.