“თავისუფალმა დემოკრატებმა” კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და არც ახლა ვუჭერთ მხარს“

დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხი შეაფასა. მისი თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” გუშინ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს და არც ახლა უჭერენ მხარს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მოსმენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. „მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ, შემჭიდროვებულ ვადებში და გონივრულად უნდა წარიმართოს, იმიტომ, რომ იმ ეპოქალურ ცვლილებას, რომელიც შეეხება ამ მოსმენებს, თვალთვალს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ” კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები