ლელა კილაძე: გიგის ცოცხალი კედელი აღუმართეს

გიგის უკვე საშუალებას აღარ აძლევენ საშუალებას, სასამართლო დარბაზში თავის ახლობლებს და ოჯახის წევრებს თვალი შეავლოს, – ამის შესახებ ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
კილაძე ფოტოებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გიგის წინ ბადრაგებისგან შემდგარი ცოცხალი კედელი აღუმართეს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედების მიზანი უგულავას ფსიქოლოგიური, მორალური და სულიერი გატეხვაა. „ყველა სხვა შეზღუდვას, რომელსაც უკანონოდ ახორციელებს პროკურატურა გიგის წინააღმდეგ, დღეს საბადრაგო სამსახურის ახალი “ფანდი” დაემატა. გიგის უკვე საშუალებას აღარ აძლევენ, სასამართლო დარბაზში თავის ახლობლებს და ოჯახის წევრებს თვალი შეავლოს, აი ამ ბადრაგებისგან შემდგარი ცოცხალი კედელი აღუმართეს წინ! დარბაზიდან თხოვნა, ოდნავ მიწეულიყვნენ, რომ დაგვენახა გიგი, ბუნებრივია, თხოვნად დარჩა! “ბუნებრივია” იმიტომ, რომ ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ასრულებენ დაკვეთას, რომლის მიზანიც არის, გიგის ფსიქოლოგიური, მორალური და სულიერი გატეხვა. მინდა სურვილი და მოლოდინი გავუწბილო ყველას, ვინც გიგის გატეხვას ელოდება! რით არის გამოწვეული ასეთი საქციელი ?! მესმის თქვენი, გისოსებს მიღმა მყოფი გიგიც გაშინებთ“!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები