ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის ლიდერი ხამენეი მძიმედ დაჭრილი ან გარდაცვლილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, მძიმე მდგომარეობაშია ან უკვე გარდაცვლილია.

“მისი შვილი ან გარდაცვლილია, ან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩვენ მის შესახებ არაფერი გვსმენია. ის დაკარგულია“, – განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

16 მარტს ტრამპმა, წყაროების მითითების გარეშე, არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად ფეხი დაკარგა და სხვა სერიოზული დაზიანებები მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი დაიჭრა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.

25 მარტს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაეიმ, მედიას განუცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი ჯანმრთელადაა და ირანის სახელმწიფო სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები