ბაჩუკი ქარდავა: პრეზიდენტის ინსტიტუტი მუშაობს

პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბრავო! პრეზიდენტის ინსტიტუტის გადარჩენისთვის! არ მინდა გადავამლაშო, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ ხმამაღლა ვთქვათ – პრეზიდენტის ინსტიტუტი მუშაობს, შანსი მიეცა მარგველაშვილს და გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ეს შანსი გამოიყენა, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო”, – წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები