რატომ დაადო მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო – პრეზიდენტის განმარტება (ვიდეო)
მე ვფიქრობ ბერად უფრო სწაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომლებზეც არსებობს სრული კონსენსუსი საზაოგადებაშიც და დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ ელიტაშიც – ასე ახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის კანონები რაც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უსწრაფეს ვადაში უნდა იქნას მიღებული.
“ დღეს მე გადავწყვიტე, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს დავადო ვეტო, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მტკიცე კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე, დემოკრატიულ ფორმაზე. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა „კა-გე -ბე“ და ამათი გავიზარდეთ. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოტა საქართველოშიც, სადაც სახელმწიფოს გაძილერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აიღო და ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს განაჩენი გამოვუტანეთ. ეს ნიშნავ იმას, რომ ორი წლის თავზე ჩვენ საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსენსუსი, ჩვენ ეს კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში. მე მივესალმები იმ ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც თავიდანვე ძალიან აქტიური იყო, ჩვენ ვიცით რომ 2012 წელსვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და მე მივესალმები იმ კანონს, რომელიც აგვისტოში მიიღეს. თუმცა ამ კანონის ბევრი დეტალი არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის. ამ გადადებას კიდევ ერთხელ მოჰყვა, პირველი ნოემბრიდან გადადება კიდევ რაღაცა დროით. ეს ტენდენცია ჩვენ ახალ პარლამენტში სამწუხაროდ პირველი არ არის, მე მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია ბევრად უფრო გონივრულ რეჟიმში უნდა იქნას გადატანილი. მე ვფიქრობ ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომლებზეც არსებობს სრული კონსენსუსი სზაოგადებაშიც და დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ის კანონები რაც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას უსწრაფეს ვადაში უნდა იქნას მიღებული. მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი – აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადეობას შორის. ნებისმიერ პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზგადეობაში, მათ შორის კრიმინოგენული საკითხების გადალახვა, საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩართულობით ხდება. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩავრთოთ აქტიურ დიალოგში და ამითი გადაიჭრება ყველა ის პრობლემა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ , უნდა აღდგეს ნდობა და ამ ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა, შესაბამისად მე ამ არგუმენტაციით კანონს ვადებ ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩემ პოზიციას გაიზარებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ljF0rXzu5Ws” width=”560″ height=”315″]