ახალციხეში კიბოს სკრინინგის აქცია ჩატარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხეში, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსურველებს სამედიცინო მომსახურება „თბილისის ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ ექიმთა ჯგუფმა მამოლოგის საშუალებით გაუწია. ძუძუს კიბოს სკრინინგთან ერთად, პაციენტებს ჩაუტარდათ მამოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური კვლევა.

“აქციაში მონაწილე ყველა პირს ასევე ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს ყოველ ორ წელიწადში უტარდებათ. აქციის მიზანი ადრეულ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოვლენაა, რაც საშუალებას იძლევა დროული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებასა და დაავადებათა პროგნოზის გაუმჯობესებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები