“ჩვენ ვართ უძველესი ერი, საუკუნეთა ქარტეხილებში გამოვლილი ხალხი და ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენი თავი ჩვენივე გადასარჩენია” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ვართ უძველესი ერი, საუკუნეთა ქარტეხილებში გამოვლილი ხალხი, ჩვენში დევს ჩვენი გმირი წინაპრების ოფლითა და სისხლით მონაპოვარი სიბრძნე და ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენი თავი ჩვენივე გადასარჩენია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

“ჩვენ აღარ ჩავდგით ფეხი დაგებულ ხაფანგში და, რაც მთავარია, ჩვენ აღმოგვაჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ აგვეხსნა ჩვენი ხალხისთვის, რა იყო თეთრი და რა იყო შავი, რა იყო სიმართლე და რა იყო სიცრუე, გაგვერჩია მტერი და მოყვარე, მართალი და მზაკვარი. ხალხმა მოგვისმინა, ხალხი გვენდო, ხალხმა აირჩია სიმართლე და მხარი დაგვიჭირა.

ეს მხარდაჭერა არის ჩვენი უძლეველი ფარი, ჩვენი რწმენისა და სიმტკიცის საფუძველი, რომ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე. ამ დარბაზში ჩვენი მუშაობის ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და დამოწმება იმისა, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა მოგვცა ეს მანდატი და ვერავითარი გარე ჩარევა ვერ შეცვლის ხალხის ამ ნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები