ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესავენ მიზანმიმართულად სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ, ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვახერხებთ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას

ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ, საუბარი მაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესავენ მიზანმიმართულად ქვეყნის გარედან სახელმწიფოს, ეკლესიის, ყველაფერი წმინდის მიმართ.

„რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საქმეებს, ჩვენ ვახერხებთ, რომ მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, ამ კატასტროფული ზეწოლისა, პირდაპირ ომში გვითრევდნენ, პირდაპირ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. მერე სრულიად უსამართლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, მერე გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი და ამ ყველაფერში თქვენც იყავით ჩართული. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ძლიერდება, ეკონომიკურად იზრდება, პოლიტიკურად ძლიერდება, სუვერენიტეტს იმყარებს, ეს არის ჩვენ რასაც ვაკეთებთ და რასაც ვიღაცები დაუპირისპირდნენ თავის დროზე.

ვითარება არის ასეთი, ჩვენ ხომ არ დაგვიწყია რადიკალიზმი ამ ქვეყანაში, თქვენ იცით, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო, როგორ გრძელდება, ვინ უჭერს ამ ყველაფერს მხარს, ვინ არ აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ვინ არ აღიარა 2024 წლის არჩევნები, ვინ არ შემოვიდა პარლამენტში, რამდენი უბედურება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვინ უცხადებდა საბოტაჟს სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად იყო შექმნილი და აღარ მინდა გავაგრძელო. ეს ხომ ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ ვართ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში და ვიცავთ საკუთარ თავს და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ამ ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საბოტაჟს აწარმოებენ საუბარი მაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე, რაც იოლი არ არის.

ასეთ პირობებში რთულია პოლარიზაციის შემცირება. პოლარიზაციას ასპონსორებენ გარედან და სიძულვილს თესავენ მიზანმიმართულად ქვეყნის გარედან სახელმწიფოს, ეკლესიის მიმართ ყველაფერი წმინდის მიმართ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ასეთ პირობებში იოლი არ არის წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვახერხებთ სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებას. რაც შეეხება პატიმრებს, სამწუხაროდ ეს ახალგაზრდები კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაწირეს დანაშაულისთვის, შესაბამისად სასჯელისთვის და გაიპარნენ თავად ბრძოლის ველიდან, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები