დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა, სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრს კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

„გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება.

მადლობა პრემიერ-მინისტრს კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის. სრულ აკრძალვას არჩევანი ყოველთვის ჯობია, რადგან შესაძლებლობის სივრცეს ტოვებს და ავტოპარკის განახლების პერსპექტივასაც ინარჩუნებს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები